სადამრიგებლო პროგრამა
კლასის დამრიგებლის
პორტფოლიო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ს.შანშიაშვილის სახელობის
ჯუგაანის საჯარო სკოლა
IX კლასი
დამრიგებელი: ქეთინო
ჩალახეშაშვილი
2014-15 სასწ. წელი
სკოლა: სიღნაღის მუნიციპალიტეტის,
ს.შანშიაშვილის სახ.ჯუგაანის საჯარო სკოლა
კლასი: IX კლასი
დამრიგებელი: ქ. ჩალახეშაშვილი
დამრიგებლის საკონტაქტო
მონაცემები: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯუგაანი
დამრიგებლის სამუშაო
გამოცდილება:
1999 წლიდან ჯუგაანის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.
2011 წლიდან სერტიფიცირებულია
გეოგრაფიაში.
2012 წელს წარმატებით ჩააბარა ინგლისურისა და კომპიუტერის
ინტეგრირებული გამოცდა, ამავე წელს აიღო სერტიფიკატი ბუნებისმეტყველებაში (I-VI)
2010 წელს
გამოუშვა თავისი პირველი სადამრიგებლო კლასი.
2010–11 სასწავლო
წლიდან ხელმძღვანელობს ახალ სადამრიგებლო კლასს დღემდე.
სადამრიგებლო
მისია და 2014-15 სასწავლო წლის პროგრამა
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება.
დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიოღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. სასწავლო პროცესის მართვა,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვისინფორმაციის დროული მიწოდება.ვეცდები ჩემს მიერ შემუშავებულისადამრიგებლო პროგრამა, კლასის ხელმძღვანელის სამუშაო გეგმა დაჩატარებული კლასის საათები სწორედ ამ მიზნების განხორციელებაზე იყოს ორიენტირებული.
დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიოღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა. სასწავლო პროცესის მართვა,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვისინფორმაციის დროული მიწოდება.ვეცდები ჩემს მიერ შემუშავებულისადამრიგებლო პროგრამა, კლასის ხელმძღვანელის სამუშაო გეგმა დაჩატარებული კლასის საათები სწორედ ამ მიზნების განხორციელებაზე იყოს ორიენტირებული.
●მოსწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გარემოში იმყოფება იგი,
ამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა კარგი, მშვიდი, მოხერხებული სასწავლო
გარემო, სადაც მოსწავლე იგრძნობს მასწავლებლისა და ამხანაგების
მხარდაჭერას.
●თანამშრომლობითი საქმიანობა მაშინაა წარმატებული, თუ ადამიანს გააჩნია
სოციუმში ქცევის უნარი, ამიტომ ვეცდები კლასში შევქმნა თანამშრომლობითიატმოსფერო და ვიზრუნო მათში სოციალური უნარჩვევების ჩამოყალიბებაზე,ხელი შევუწყო თითოეული მოსწავლის სასწავლო პროცესში ინტეგრციას.
● ვეცდები ჩემი, როგორც დამრიგებლის საამღზრდელო მუშაობა მიმართულიიყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერიგანვითარებისაკენ. ჩემი სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპიფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდა იქნება.
● ყველა ბავშვი უნიკალურია, ისინი დაჯილდოვებულნი არიან განსხვავებულინიჭითა და შესაძლებლობებით, ვეცდები მათი გამოვლენისათვის შევუქმნასათანადო პირობები და ხელი შევუწყო მათი შინაგანი ძალების აქტივაციას.
● სასწავლო პროცესის დაგეგმვაში მოსწავლეთა ჩართულობა ხელს უწყობსმათში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის ამაღლებას. მათიჩართულობის ხელშესაწყობად მონაწილეობას მივაღებინებ აქტივობებისდაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილიპრობლემების მოგვარებაში. ვეცდები მათი ინტერესები მაქსიმალურადგავითვალისწინო. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეს განუვითარებს ისეთუნარჩვევებს, რომლების დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები.
● ვეცდები ჩემი უთიერთობა მოსწავლეებთან ემყარებოდეს თანამშრომლობას,ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას, ჩემი მიზანი იქნება კლასშითანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
● სისტემატურად მექნება საუბარი მათ უფლებებსა და მოვალეობებზე.შევეცდები დავარწმუნო ისინი მათი შესრულების აუცილებლობაში.
● მოსწავლეზე დადებითად აისახება მასწავლებლისა და მშობლისთანამშრომლობა, ვეცდები მჭიდროდ ვითანამშრომლო მოსწავლეთა მშობლებთან- დროულად მივაწოდო ინფორმაცია მათი შვილების ყოფაქცევისა თუაკადემიური მოსწრების შესახებ ასევე ვეცდები მივიღო ინფორმაცია მათიოჯახური პირობების, ქცევის, მისწრაფებების, ჩვეულებების შესახებ, რომელთაცმიზნობრივად გამოვიყენებ.ვითანამშრომლებ საგნის მასწავლებლებთან დაგამოვიკვლევ მათ აკადემიურ მდგომარეობას, დავეხმარები სიძნელეებისდაძლევაში.
·
დავეხმარები
პროფორიენტაციის გარკვევაში რათა სწორად აირჩიონ პროფესია.
·
მათი
ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე , დავეხმარები კარიერის დაგეგმვასა დ პროფესიის
სწორად შერჩევაში.
·
ვეცდები
გავარკვიო ისინი თავიანთ მისწრაფებებს და შესაძლებლობებში.
● თითოეული მოსწავლის შესახებ ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური.
შესასრულებელი საკითხები
|
აქტივობები და მიზნები
|
დრო
|
შენიშვნა
|
ქცევის კოდექსის გაცნობა
|
მოვიწვევ კრებას და გავაცნობმოსწავლეებს და მშობლებსქცევის კოდექსს, შინაგანაწესს დადავამოწმებინებ ხელის მოწერით.მოსწავლეებს მივცემ განმარტებასიმ მიზნით, რომ მათ ამდოკუმენტში ჩადებული შინაარსიგაატარონ ცხოვრებაში.
ქცევის კოდექსის მიზანიადანერგოს მოსწავლის ქცევისერთიანი წესები. ხელს უწყობსმოსწავლის მიარ საკუთარი ქცევისმართვას, მოსწავლეთადისციპლინისა და უსაფრთხოსასწავლო გარემოსდამკვიდრებას.
|
20.09.14
|
|
მოსწავლეთამორიგეობისდაწესება,დღისრეჟიმის გაცნობადა კლასისკუთხის გაკეთება.
|
მოსწავლეებთან ერთად დავაწესებმორიგეობის სიას, გამოიკვრებაგაკვეთილების ცხრილი.მოსწავლეები უზრუნველყოფენოთახის სანიტარულ-ჰიგიენურიპირობების, სასკოლო ინვენტარისგაფრთხილებაზე.
ამით მოსწავლეები გაითავისებენ,რომ სკოლა მათი საკუთრებაა.
|
სისტემატიურად
|
|
მოსწავლეთადოკუმენტაციისმოწესრიგება დასაკლასოჟურნალისწარმოება.
|
ვიზრუნებ მოსწავლეთა პირადისაქმეების სწორ წარმოებაზე.წარვმართავ ჩემს საქმიანობასყოველდღიური თვალყურისდევნებით მოსწავლეთადასწრებაზე, ამ მიზნითვაწარმოებ გაცდენა-დაგვიანებისჟურნალს.უმიზეზო გაცდენა-დაგვიანებებზე მივიღებ ზომებს.კერძოდ, მოსწავლისარგამოცხადების შემთხვევაშიგავარკვევ არგამოცხადებისმიზეზს და დროულად ჩავაყენებსაქმის კურსში სკოლისდირექციას, თუ მოსწავლემთვითნებურად გააცდინა, მაშინმშობელს ან მეურვეს.
ამით ხელს შევუწყობ გაცდენებისმინიმუმამდე დაყვა
|
სისტემატიურად
|
|
მოსწავლეთაპროგრესის და წარმატების შემოწმება
და თითოეულიმოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი.
|
მოვახდენ მოსწავლეთამიღწევების შემოწმებას,ვუზრუნველყოფ მოსწავლეთაყოველმხრივ შესწავლას, მათიმიდრეკილებების,მოთხოვნილებების დაინტერესების გამოვლენას.შევაგროვებ ინფორმაციას,დავაკვირდები მათ ქცევას,უნარებს და ცოდნას, გავაკეთებჩანაწერებს.
|
სისტემატიურად
|
|
სადამრიგებლოსაათი
|
სადამრიგებლო საათს ჩავატარებროგორც კლასში ასევე სკოლისგარეთ.შეხვედრებზე მოხდებამოსწავლეთათვის მნიშვნელოვანიდა საინტერესო საკითხებისგანხილვა, სწავლისა თუურთიერთობებისას წამოჭრილისირთულეების გაცნობა, გადაჭრისგზებზე ზრუნვა. თითოეულისადამრიგებლო საათის ბოლოსმოხდება მოსწავლისაგანუკუკავშირის მიღება: რა გაიგესდა ისწავლეს მოსწავლეებმა ამშეხვედრაზე ახალი, რა იყომათთვის განსაკუთრებითსაინტერესო, რა მოეწონათ და რაარ მოეწონათ.
სადამრიგებლო საათი ხელსუწყობს მოსწავლეების პიროვნულდა სოციალურ განვითარებას.აყალიბებს ნდობისა დაპატივისცემის ატმოსფეროს.
სადამრიგებლო საათის თემები
|
კვირაში ერთხელ
|
|
მშობლებისჩართვა სასკოლოცხოვრებაში
|
ა) მშობლებთან ინდივიდუალურიშეხვედრები.ხელს შევუწყობთითოეული მშობლის სასწავლოპროცესში ჩართვას, მშობელთანურთიერთობისას გამოვიყენებკომუნიკაციის სხვადასხვახერხს:წერილობით,ვერბალურს.მშობელისისტემატიურადინფორმირებული იქნება არამხოლოდ მოსწავლეთაუარყოფითი ქცევის ან დაბალიაკადემიური მოსწრების, არამედმისი მიღწევების შესახებაც.გავაცნობ თუ რას ვგეგმავ წლის ანსემესტრის განმავლობაში, რაცოდნას მიიღებს მოსწავლე, რაშედეგს უნდა მიაღწიიოს მანსასწავლო წლის ბოლოს.
ბ)მშობელთა კრებები
სემესტრში ორჯერ ან საჭიროებისშემთხვევაში მოვიწვევ მშობელთაკრებას.გადავცემ საჭიროინფორმაციას და მათგანაცმივიღებ.ღონისძიებების შესახებშევატყობინებ, რომელსაცუახლოეს მომავალში ვგეგმავ დავთხოვ, რომ მოსამზადებელსამუშაობებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. ვისაუბრებთიმ სირთულეებზე, რომლებიცწამოიჭრება პროგრამისდაძლევისას და ერთად მოხდებადაძლევის გზის ძიება. კრებისდასასრულს ვთხოვ ,რომმომაწოდონ საკუთარიშთაბეჭდილებები სამუშაოშეხვედრის შესახებ.მაგ: რამოეწონათ და რა არ მოეწონათ,რის გაუმჯობესებასისურვებდნენ, რარეკომენდაციების შემოთავაზებაშეუძლიათ და ა.შ. მათი პასუხებიდამეხმარება, რომ მეორეშეხვედრა უფრო წარმატებულიდა ორივე მხარისთვისსაინტერესო იყოს.
|
სემესტრში ორჯერ ან საჭიროების შემთხვევაში
|
|
ღონისძიებები
|
საერთოდექსკურსიას დიდი შემეცნებითიდა აღმზრდელობით ფუნქციააქვს, ისინი აღრმავებენ დააფართოებენ მოსწავლეთა ცოდნასდა ხელს უწყობენ თეორიულიცოდნის პრაქტიკულთან შერწყმას.
ჩასატარებელი ღონისძიებები:
კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლისა და თბილისის სასოფლო
სამეურნეო ინსტიტუტის პროფესიული კოლეჯის დათვალიერება, გაცნობა.
|
||
აკადემიურადჩამორჩენილმოსწავლეებთანდამატებითიმუშაობა.
|
ჩავატარებ დამატებითმეცადინეობებს. დავადგენმოსწავლეების სუსტ და ძლიერმხარეებს,
|
კვირაში ერთხელ
|
დამრიგებლის მიერ
კლასთან ჩასატარებელი კლასის საათის თემატიკა
თვე
|
სასაუბრო თემა
|
მიზანი
|
კომენტარი
|
სექტემბერი
|
როგორ ვსწავლობთ?
როგორ ვისწავლოთ უკეთ?
|
მოსწავლის დარწმუნება სწავლის აუცილებლობაზე მიზნის
მისაღწევად.
|
|
ოქტომბერი
|
მასალის დამახსოვრების რამდენიმე ხერხი.
|
დასწავლის მეთოდების გაცნობით მასალის ათვისების გამარტივება.
|
|
ოქტომბერი
|
რატომ ვივიწყებთ დამახსოვრებულ მასალას, მოვლენებს,
ფაქტებს?
|
გვახსოვდეს ის რაც ჩვენ სიკეთეს და წარმატებას მოგვიტანს.
|
|
ნოემბერი
|
თვითგანვითარება
|
თვითგანვითარების ხერხების გაცნობა საკუთარი თავის
რეალიზებისათვის.
|
|
ნოემბერი
|
ჩემი მიზანი
|
გაცნობიერება იმ აზრის, რომ ყველა ადამიანს ბავშვობიდან
უნდა ჰქონდეს საკუთარი მიზანი და იშრომოს მისაღწევად.
|
|
დეკემბერი
|
ჩემი არჩევანი, მომავალი პროფესია.
|
დახმარება პიროვნული მისწარაფების გამოკვეთაში პროფესიის
არჩევის დროს.
|
|
დეკემბერი
|
პროფესიის არჩევისას გასათვალისწინებელი საკითხები.
|
მოსწავლეების დაფიქრება იმაზე თუ რატომ აირჩიეს პროფესია.
|
|
იანვარი
|
სწარაფვა წარმატებისკენ
|
წარმატების მისარწევად საჭირო თვისებების განვითარება.
|
|
თებერვალი
|
ცხოვრების ჯანსაღი წესი
|
რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითადი ორიენტირები.
|
|
თებერვალი
|
არა-ნარკოტიკებს
|
ნარკოტიკული საშუალებების მავნეობის გაცნობა.
|
|
მარტი
|
რა არის გენდერული როლები
|
სიტყვა ,,გენდერის ,, მნიშვნელობის გაცნობა და ქალისა
და მამაკაცის უფლება-მოვალეობების ჩამოყალიბება.
|
|
მარტი
|
იდენტობა-ვინ ვარ მე?
|
საკუთარი თავის გაცნობა პიროვნულ, სოციალურ, საზოგადოებრივ
კონტექსტში.
|
|
აპრილი
|
სიყვარული
|
სიყვარულის არსის გაცნობა, მისი მრავალმნიშვნელოვნების
წარმოჩენა.
|
|
აპრილი
|
მეგობრობა. კავშირი სიყვარულსა და მეგობრობას შორის.
|
მსგავსება და განსხვავება ამ ორ გრძნობას შორის.
|
|
მაისი
|
კონფორმიზმი
|
კონფორმიზმის ცნების გაცნობა.ადამიანის ინდივიდუალურობის
გამოკვეთა
|
|
მაისი
|
სასკოლო შფოთვა- როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის?
საკონტროლოსთვის?
|
როგორ დავთრგუნოთ ღელვა, წინასწარი განცდა ტესტირების,პრეზენტაციის
ან საჯარო გამოსვლის წინ?
|
|
ივნისი
|
სასწავლო წლის შეჯამება
|
გავაანალიზოთ განვლილი წელი და გავცეთ პასუხი კითხვას
ჩამოვყალიბდით შემდგომი ნაბიჯებისთვის?
|
მშობელთა კრებები
ჩატარების დრო
|
მიზანი
|
შენიშვნა
|
|
1
|
სექტემბერი
|
ახალი სასწავლო წლის მიზნების გაცნობა. სასკოლო ნივთებით
უზრუნველყოფაზე მსჯელობა .გაცდენა-დაგვიანებაზე კონტროლი.
|
|
2
|
ნოემბერი
|
მშობლებისა და სკოლის ურთიერთობა, მათი ჩართულობა
სასწავლო პროცესში. მიმდინარე შედეგების გაცნობა
|
|
3
|
დეკემბერი
|
პირველი სესმესტრის დასრულება და შედეგების გაცნობა.
მეორე სემესტრში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა.
|
|
4
|
მარტი
|
მიმდინარე შედეგების გაცნობა და ექსკურსიის დაგეგმვა
პროფორიენტაციის მიზნით.
|
|
5
|
ივნისი
|
სასწავლო წლის შეჯამება.
|
ანგარიშები კლასის საათის
შესახებ
1.
თემა-როგორ
ვსწავლობთ, როგორ ვისწავლოთ უკეთ?
2014 წლის 16 სექტემბერს
ჩავატარე კლასის საათი თემაზე-როგორ ვსწავლობთ? როგორ ვისწავლოთ უკეთ?
გაკვეთილის დასაწყისში
მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვები: რომელი გაკვეთილის სწავლა გიყვართ ყველაზე მეტად?
რა ხერხს მიმართავთ იმისათვის რომ მასალას უკეთ დაეუფლოთ? რა ფაქტორები გეხმარებათ
მეცადინეობაში?რა ფაქტორები გიშლით ხელს? აქვს
თუ არა მნიშვნელობა დროის ფაქტორს? რა დროს გირჩევნიათ მეცადინეობა(დილა,საღამო, შუადღე)?
მოსწავლეები წერენ
დაფაზე ყველა იმ ფაქტორს, რომელიც მასალის ათვისებაში ეხმარებათ.
შევაჯამე ყველა მიზეზი და გავაკეთეთ დასკვნა.
2.
თემა- მასალის დამახსოვრების ხერხები
2014 წლის 1 ოქტომბერს ჩავატარე კლასის საათი და ვისაუბრეთ დამახსოვრების სტრატეგიებისა და სწავლის განსხვავებული სტილის შესახებ.
მასალის დამახსოვრება
რამოდენიმე ხერხით არის შესაძლებელი. ადამიანს შეუძლია აკონტროლოს საკუთარი შემეცნებითი
პროცესები. როდესაც ტექსტის დასწავლაში მრავალჯერადი გამეორება გვეხმარება ასეთ უნარებს-მეტაშემეცნება
ეწოდება.
სქემების, რითმის,
გამონათქვამების გამოყენება გვეხმარება მასალის ათვისებაში.
აბრევიატურა ანუ
აკრონიმები გრძელი სახელწოდებების დასწავლას უწყობს ხელს.მაგ: თსუ, გპი, სდასუ, დსთ
და სხვ.
ელემენტების კომბინაციების
დაჯგუფება გვეხმარება დიდი რიცხვების დამახსოვრებაში. მაგ: 555 12 12 უფრო ადვილი დასამახსოვრებელია
დრე ხუთიმილონ ხუთასორმოცდათერთმეტი ათას ორასთორმეტი.
კავშირების სისტემა
ერთერთი ხერხია დამახსოვრების, მაგ: ვიზუალიზაცია, ანუ მხედველობითი წარმოსახვა, მეორე
მეთოდია ,,ადგილის მეთოდი“ ანუ საგნების დამახსოვრება ადგილმდებარეობის მიხედვით.
ლექსის დამახსოვრებისათვის
უპრიანია თვითოეული ფრაზის განმარტება.
დიდი ტექსტის დასწავლისასმნიშვნელოვანია
ყოველი აბზაცის ან მონაკვეთის ძირითადი აზრის ჩანიშვნა.
3.თემა- დავიწყება
21 ოქტომბერს კლასის
საათის ფარგლებში ვიმუშავეთ ისეთ უნივერსალურ ფენომენზე როგორიცაა დავიწყება. დავიწყება-
დასწავლის საპირისპირო აუცილებელი პროცესია. დავიწყებას სხვადასხვა მიზეზი აქვს. საერთოდ
დასწავლა ორიენტირებულია ხანგრძლივ მეხსიერებაზე. იმისათვის რმ წლის დასაწყისში ნასწავლი
მასალა გვახსოვდეს წლის ბოლომდე და არ მოხდეს ისი ჩაქრობა საჭიროა მისი ხშირი გამეორება.
ზოგჯერ ნასწავლი
მასალა დამახინჯებულად გვახსოვს-იგი ფაქტების არაადეკვატურ დაკავშირებას ეფუძნება.
განდევნა-ესაა დავიწყების
ის ფორმა როდესაც ადამიანი მისთვის უსიამოვნო მოვლენებს ივიწყებს.
ვისაუბრეთ ასევე
იმაზე რომ არსებობს დასწავლის სხვადასხვა სტილი. ყველა ადამიანს აქვს თავისი სტილი
ანუ ამ სტილით სწავლა მისთვის უფრო მოსახერხებელია. მაგ: ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტიკური
და სხვა.
4.თემა- თვითგანვითარება
2014 წლის 10 ნოემბერს ჩავატარე კლასის საათი თემაზე
- თვითგანვითარება. პირველ რიგში ვცდილობ გავიგო მოსწავლეებისაგან რა არის თვით აღზრდა?
როგორ ესმით ამ ტერმინის შინაარსი? რა ხერხებს მივმართავთთვითგანვითარებისათვის?
ვისაუბრეთ იმაზე, რომ ყველა ადამიანს აქვს სურვილი იყოს
რაიმე სფეროში კომპეტენტური და რეალიზებული. სწორედ ამით აიხსნება ღამეების თევა გიტარის
აწყობასა თუ უცხო სიტყვების დამახსოვრებაში.
აღმოვაჩინეთ, რომ თვითგანვითარება ადვილი შესამჩნევია
სპორტში ან რომელიმე პროფესიაში.
ადამიანებს ყოველთვის გვაქვს იდეალური ,,მე“ანუ თავისი
თავის ხატი, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ.
„იდეალი„ შეიძლება იყოს რეალური ადამიანი, ვისაც გვინდა
რომ ვგავდეთ გარკვეული თვისებებით ან ვიყოთ
მასავით წარმატებული.
ვეკითხები ბავშვებს - ჰყავთ თავის იდეალი? რა თვისებების
გამო გააიდეეალეს იგი.
აქტივობა 1: დახატონ იდეალური ადამიანის პორტრეტი.
მიზანი: პოზიტიური თვისებების გაცნობიერება. თვითგანვითარების
სტრატეგიების გაცნობა.
მიმდინარეობა: ვთავაზობ მოსწავლეებს შექმნან იდეალური
ადამიანის პორტრეტი არა მარტო ვიზუალური არამედ შინაგანიც. გამოკვეთონ თვისებები რომელიც
ამ ადამიანს გააჩნია.
კლასი დავყავი ჯგუფებად და მივეცი სამუშაო დრო
15-20 წუთი. ბოლოს შედგა იმდენი პორტრეტი ტამდენი ჯგუფიც მუშაობადა. ყველა ჯგუფმა დაფაზე
გააკრა პორტრეტი. მე ვთხოვე დამდგარიყვნენ თავიანთი ნამუშევრიდან იმ მანძილზე რა მანძილითაც
არიან დაშორებული თავიაანთ იდეალთან. ისმება საკვანძო შეკითხვა- რა უნდა გააკეთონ იმისათვის,რომ
მიუახლოვდნენ თავიაანთ იდეალს. მოსწავლეები წებოვან ფურცლებზე აწერენ პირობებს, აწებებენ
და ნელ-ნელა მიუყვებიან გზას. საბოლოო პასუხებია-შრომა, მონდომება, მიზანდასახულობა,
სიბეჯითე, ოპტიმიზმი, ვარჯიში, დამატებითი განათლების მიღება და სხვ.
5.
თემა- ჩემი მიზანი
18 ნოემბერს
ჩატარებული კლასის საათი ცავატარეთ თემაზე-„ ჩემი მიზანი“. დავსვი საკვანძო კითხვები:
გვაქვს სამომავლო მიზანი? გრძელვადიანია თუ კონკრეტული? რას უნდა მივმართოთ მიზნის
მისაღწევად?
ვსაუბრობთ იმ ფაქტორებზე რომელიც მიზნის მიღწევაში გვეხმარება.
არსებობს მიზნის მიღწევის ფსიქოლოგიური პროცესები: წარმოსახვა და აზროვნება.
აზროვნების სამი სახე არსებობს : 1. ლოგიკურ-ვერბალური
აზროვნება- ინფორმაციაზე დაყრდნობით აზრის გამოტანა.
3.
თვალსაჩინოხატოვანი
აზროვნება-ანუ დასკვნების გამოტანისათვის საჭიროა მასალის უშუალოდ ვიზუალური დანახვა.
4.
თვალსაჩინო
მოქმედებით აზროვნება- გარკვეული საგნებით მანიპულაცია.
მსჯელობისას მივედით იმ დასკვნამდე, რომ პირველ რიგში
უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მიზანი. რამდენად რეალურია იგი(მაგ. მთვარეზე ყავას ვერ დავლევთ
მაგრამ კარგი ექიმი შეიძლება გამოვიდეთ). დავგეგმეთ სტრატეგიები,რომლებიც მიზნის მიღწევაში
დამემარება-სიბეჯითე, მონდომება, დაუღალავი შრომა და სხვ. აღმოჩნდა რომ მიზნის მიღწევაში
ყველაზე დიდი დაბრკოლება სიზარმაცეა.
6.
თემა- ჩემი არჩევანი-მომავალი პროფესია
2014 წლის 9 დეკემბერს ჩავატარე კლასის საათი. გაკვეთილს
ესწრებოდა ყველა მოსწავლე. თემა რომელიც განვიხილეთ ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი
აღმოჩნდა. მათი ასაკიდან გამომდინარესაჭიროა გააკეთონ არჩევანი მომავალი პროფესიის
შესახებ, რათა პატარაობიდანვე იზრუნონ თვითრეალიზაციისათვის.
შეკითხვები ყველასათვის საერთოა: დაფიქრებულან ისინი თავიანთ მომავალ პროფესიაზე?
რა ხიბლავთ მათ? რამ განაპირობა მათი არჩევანი?
მოსწავლეებს შევთავაზე ინტერესების საკვლევი ტესტი და
შევეცადე დამედგინა თვითოეული მოსწავლის მისწარაფება და ინტერესები. მათ დააფიქსირეს
თავიანთი აზრი, გამოიკვეთა მათი შინაგანი სწრაფვა და უნარები რის მიხედვითაც შეუძლიათ
დაგეგმონ თავიანთი არჩევანი.
ბოლოს დაევალათ გაესაუბრონ მშობლებს, უფროსებს, ახლობლებს.
დაუსვან შეკითხვები თუ რის მიხედვით აირჩიონ მომავალი პროფესია და სთხოვონ დახმარება
აღნიშნულ საკითხში.
7.
თემა- პროფესიის არჩევისას გასათვალისწინებელი საკითხები
16.12 2014 წ.
წინა მეცადინეობის შედეგად ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოიკვეთა ინტერესები
და ასევე ის, რომ რომ ისინი ცვალებადია და ასაკის მიხედვით შეიძლება
შეიცვალოს. შედარებით მდგრადია უნარები.
უნარები- ეს არის ადამიანის ინდივიდუალურ ფსიქოლოგიური თავისებურება, რომელშიც შედის როგორც
სხვადასხვა კოგნიტური ასევე პიროვნული თავისებურებები.
უნარები რომ განვითარდეს გარკვეული პირობებია საჭირო.
უნარების არარსებობაც არ არის იმის ნიშანი რომ ადამიანი ვერასოდეს განვითარდება. უბრალოდ
ამ შემთხვევაში დიდი შრომაა საჭირო. საკუთარი
ინტერესებიდან და უფროსებთან გასაუბრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ბავშვებმა გააკეთეს დასკვნა, რომ პროფესიის არჩევაში გვეხმარება: პროფესიის მოთხოვნა
ბაზარზე, ადამიანის უნარი და მისწრაფება, ნიჭი, შესაძლებლობა, ინტერესები, მშობლებისა
და მეგობრების რჩევა, პროფესიის პრესტჟულობა.
მშობელთა
კრების ოქმი # 1
თარიღი:
15.09.2014 წ
დამსწრე მშობლების რაოდენობა: 12
გნსახილველი საკითხები:
ახალი სასწავლო წლის მიზნების გაცნობა. სასკოლო ნივთებით
უზრუნველყოფა. გაცდენა-დაგვიანებაზე კონტროლი. სკოლისა და კლასის შინაგანწესის გაცნობა.
შეხვედრის შედეგი:
2014 წლის 15 სექტემბერს ჩავატარე მშობელთა კრება. კრებას
ესწრებოდა ყველა მშობელი. განვიხილეთ ახალი სასწავლო წლის მიზნები და ამოცანები. მშობლებს
გავაცანი სკოლის შინაგანაწესი და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ვალებულებები.
ფართოდ იქნა განხილული მშობელთა ჩართულობის საკითხი.
ყველა მშობელმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ითანამშრომლებენ
სკოლასთან, არ დაუშვებენ საკუთარი შვილის მიერ სკოლის უმიზეზოდ გაცდენას და გაკვეთილებზე
დაგვიანებას. ისინი მუდმივ კონტაქტში იქნებიან საგნის მასწავლებლებთან აკადემიური მოსწრების
გაზრდის მიზნით.
მათ გამოთქვეს კმაყოფილება და მადლობა განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული
პროექტის შესახებ, რასაც ყველა მოსწავლის სასწავლო წიგნებით უზრუნველყოფა ჰქვია.
15.09.2014 წელი
კლ. ხელ-ლი: ქ. ჩალახეშაშვილი
ოქმი
# 2
ჩატარების თარიღი: 3 ნოემბერი
მშობელთა რაოდენობა: 12
მიზანი: მშობლისა
და სკოლის ურთიერთობა, მიმდინარე შედეგების გაცნობა.
შეხვედრის შედეგი:
2014 წლის 3 ნოემბერს ჩავატარე მშობელთა კრება. კრებას ესწრებოდა ყველა
მშობელი. ვისაუბრეთ ყველა მოსწავლის მიმდინარე შედეგებზე. გაკეთდა აქცენტი გაცდენებსა
და დაგვიანებებზე, ბოლო გაკვეთილებიდან თვითნებურად წასვლაზე.
მშობელი ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ამ ბავშვების
ასაკიდან გამომდინარე დიდია მავნე ჩვევების დამკვიდრების რისკი. მხედველობაში მაქვს
ვაჟების მიერ სიგარეტის მოწევისადმი დამოკიდებულება. იმის გათვალისწინებით, რომ დიდია
მშობლის როლი შვილებთან მიმართებაში, მათ აიღეს ვალდებულება აქტიურად ითანამშრომლონ
ჩვენთან რათა მივაღწიოთ და შდეგი თვალსაჩინო გავხადოთ.
ვისაუბრეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია მშობლების ფინანსური
მხარდაჭერა შვილების მიმართ სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.
სკოლისა და მჩობლების ერთობლივი, აქტიური თანამშრომლობა
აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
3.11.2014 წელი
კლ.ხელ-ლი:
ქ. ჩალახეშაშვილი
ოქმი#3
თარიღი: 29 დეკემბერი
მშობელთა რაოდენობა: 12
მიზანი: პირველი სემესტრის
შედეგების გაცნობა, მეორე სემესტრში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა.
შეხვედრის შედეგი:
2014 წლის
29 დეკემბერს ჩავატარე მშობელთა კრება. კრებას ესწრებოდა ყველა მშობელი.
გავაცანი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება პირველი სემესტრის
ბოლოსათვის. კლასში სიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ არა წარჩინებული.
ბავშვებმა ვერ აჩვენეს ის შედეგები რასაც მოველოდით.
მათ ვერ გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები.
კლასში არ არის უმიზეზოდ გაცდენა დაგვიანება. კლასის
უმეტესობა სანიმუშო ყოფაქცევისაა. მშობლები გაესაუბრნენ საგნის მასწავლებლებს და მიიღეს
დეტალური ინფორმაცია თავიანთი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ. გამოიკვეთა პრობლემა
რასაც მომავალ სემესტრში ღმოფხვრიან.
ვისაუბრეთ მეორე სემესტრში გასატარებელი ღონისძიებების
შესახებ.
29. 12.2014 წელი
კლ. ხელ-ლი: ქ. ჩალახეშაშვილი
Комментарии
Отправить комментарий