პროექტები
სასწავლო პროექტი: ,,დავეხმაროთ დედამიწას``
1. პროექტის სახელწოდება: ,,ტყის დაცვა საქართველოში“
2. პროექტის მთავარი იდეა: ტყე დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული და სიცოცხლისათვის აუცილებელი რესურსია, ამიტომ ამ ბუნებრივ რესურს მოვლა და გაფრთხილება ჭირდება.
3. პროექტის აქტუალობა: საქართველოში ტყეების
შემცირების პრობლემა აქტუალურად დგას, ამის მიზეზია ტყის
გაჩეხვა და არა რაციონალური მოხმარება.
4. პროექტის მიზანი: ჩავუნერგო ბავშვებს ბუნებისა და გარემო სამყაროსათვის სათუთი და მზრუნველი დამოკიდებულობის გრძნობა. ჩამოუყალიბდეთ მათ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულებები საკუთარი ქვეყნისა და გარე სამყაროს მიმართ. აღმოფხვრათ მოსწავლეებში მწვანე
მცენარეების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება.
5. მოსწავლეთა ასაკი: 13–15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა : ერთი კვირა
7. მოსალოდნელი შდეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა; გარემოსადმი სათუთი დამოკიდებულება; კედლის გაზეთი შიდა სასკოლო საკონფერენციე თემები; ნახატების გამოფენა; საპრეზენტაციო სლაიდ შოუები,ექსკურსია.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ნერგები, მიწის დასამუშავებელი იარაღები, პლაკატები,
საღებავები
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი ფაქტორები): მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად თითეულ ჯგუფს მიეცემა დავალებები:
პრობლემების მოძიება, ძირითადი მიზეზების
გამოვლენა, მუშაობა კანონზე ტყის
დაცვის შესახებ, კედლის გაზეთის და ნახატების შექმნა ,თემების მომზადება და კონფერენციის ჩატარება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი/ეროვნულ სასწალო გეგმასთან კავშირი: ქიმია,ბიოლოგია,ფიზიკა,სამოქალაქო განათლება,ხელოვნება.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ქეთინო
ჩლახეშაშვილი (გეოგრაფიის მასწავლებელი)
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : qeticha@gmail.com
ვაშლოვანი –აფრიკული სავანა ქიზიყში
პროექტის ავტორი: ჩალახეშაშვილი ქეთინო სიღნაღის
მუნიციპალიტეტი სოფელი ჯუგაანი.
პროექტის მიზანი: ვაშლოვანის ნაკრძალის პოპულარიზაცია
ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ამასთან ერთად ქიზიყური ტრადიციული სუფრის გაცნობა,
ტარიბნის ღვინის დეგუსტაცია.
პროექტის ამოცანა:
დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების გაცნობა, ნაკრძალის
შექმნის ისტორიის შესწავლა, ნაკრძალის ორიგინალური მხარის წარმოჩენა, ექსტრემალური
სპორტის (ჯომარდობა, რაფტინგი)პოპულარიზაცია.
პროექტის სრული აღწერა:
ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიები
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და
ეროვნული პარკი
მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,
დედოფლისწყაროს რაიონის
ტერიტორიაზე, თბილისიდან 175 - 200 კმ-ის
დაშორებით.
ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიების შექმნის
თარიღად 1935 წელი
ითვლება, ეროვნული
პარკი კი
2003 წელს დაარსდა.
ვაშლოვანის ნაკრძალის
ფართობი შეადგენს
8480 ჰა-ს,
ეროვნული პარკის
– 25114 ჰა-ს.
ვაშლოვანის ეროვნული
პარკის შექმნა
განაპირობა ვაშლოვანის ნაკრძალის გარშემო
არსებული ნაკლებად
სახეშეცვლილი ეკოსისტემების განადგურების საშიშროებამ. აღნიშნული პროცესი
საფრთხის ქვეშ
აყენებდა როგორც
ამ ეკოსისტემებს, ასევე ხელს
უშლიდა ვაშლოვანის ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც. ვაშლოვანის ნაკრძალისა და ეროვნული
პარკის შექმნა
ემსახურება არიდული
ეკოსისტემის ბუნებრივ
მდგომარეობაში შენარჩუნებასა და ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეთა
და ცხოველთა
იშვიათი სახეობების დაცვასა და
აღდგენას. გარდა
ამისა, დაცული
ტერიტორიების არსებობა
ხელს უწყობს
გარემოს მონიტორინგს, მეცნიერულ კვლევებსა
და ეკოლოგიურ
განათლებას.
ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიები შემოსაზღვრულია მდ. ალაზნისა და
მდ. იორის
დეპრესიებით. აღსანიშნავია ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიების რელიეფის
მეტად საინტერესო და თავისებური ფორმები. ვაშლოვანი საინტერესოა კლიმატური თვალსაზრისითაც. ის ყველაზე
მშრალი და
უწყლო უბანია
მთელ საქართველოში. აქაური კლიმატი
ხასიათდება სიმშრალითა და სითბოს
სიუხვით.
ვაშლოვანში არსებული
ბუნებრივი პირობების
სპეციფიკური ხასიათი
განაპირობებს ორიგინალური ფლორის არსებობას.
ხმელეთის ასეთ
მცირე ფართობზე
მცენარეული ტიპების
ესოდენ სწრაფი
ცვლა საქართველოს არცერთ სხვა
კუთხეში არ
შეინიშნება. მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად,
ამ მცირე
სიმაღლის სხვაობის
(ჰიფსომეტრიული ამპლიტუდის) მქონე რეგიონში,
ჩამოყალიბდა მკაფიოდ
გამოკვეთილი ხუთი
მცენარეული ტიპი:
უდაბნო, ნახევარუდაბნო, არიდული მეჩხერი
ტყე, სტეპი
და ფოთლოვანი
ტყე. გარდა
ამისა გამოიკვეთა ოთხი ინტრაზონური ტიპი: კლდეთა ქსეროფიტები, ჭალის, ანუ მდინარისპირა ტყეები,
მთისწინების ძეძვიანი
და კირქვიანის მცენარეულობა.
სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება, აგრეთვე, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რეგიონის ცხოველთა
სამყაროც. ამ
ფარდობითად მცირე
ტერიტორიაზე გავრცელებულია 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი,
30 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია,
16 სახეობის თევზი,
უამრავი სახეობის
მწერი და
უმარტივესი (ამ
უკანასკნელთა სრული
სახეობრივი შემადგენლობა ჯერ კიდევ
დაუდგენელია).
დაცული ტერიტორიების ფაუნა ყურადღებას იპყრობს როგორც
სახეობათა მრავალფეროვნებით, ასევე მათი
მნიშვნელობითაც. ამ
ტერიტორიებზე ბინადრობენ ისეთი მსხვილი
ძუძუმწოვრები როგორიცაა:
დათვი, ფოცხვერი,
მგელი, გარეული
ღორი. მტაცებელი
ფრინველებიდან აღსანიშნავია სვავი, ორბი და ბექობის
არწივი. 2003 წლის
შემოდგომაზე დაცული
ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში
ჩატარებული კვლევების
საფუძველზე ნაკრძალში
სახეობათა კონსერვაციის შენარჩუნების ცენტრის
თანამშრომლებმა აღმოაჩინეს წინააზიური ლეოპარდის
ნაკვალევი. შემდგომში
მოხერხდა ამ
ცხოველის ფოტოების
გადაღება.
ოთხმოციანი წლების
ბოლომდე შეინიშნებოდა გადაშენების პირას
მისული ჩლიქოსანი
ცხოველი – ქურციკი,
ცალკეული ინდივიდების სახით დღესაც
გვხვდება გადაშენების საფრთხის ქვეშ
მყოფი ზოლებიანი
აფთარი. მდინარე
ალაზანში, რომელიც
იმავდროულად პარკის
საზღვარსაც წარმოადგენს, გავრცელებულია: ლოქო, კობრი, შამაია და
სხვა სახეობის
თევზები. ზოგიერთი
სახეობა ბუნების
დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაშია
შეტანილი.
ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიების შემადგენლობაში შედის, აგრეთვე, სამი ბუნების ძეგლი. ისინი
ფარდობითად მცირე
ზომის ტერიტორიებზეა განლაგებული:
ჯუმას ყურე წარმოადგენს ალაზნის
მეანდრას. მისი
ყელის სიგანე
30-40 მეტრს არ
აღემატება, ხოლო
ფართობი 150 ჰა-ზე მეტია. სადღეისოდ სრულყოფილად, მხოლოდ ამ
ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყე,
რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია.
საქართველოში მხოლოდ
ამ ყურეშია
კაკლის ერთადერთი
ბუნებრივი ადგილსამყოფელი.
არწივის ხეობა დედოფლისწყაროს შემოგარენში არწივის
ხეობის მარცხნივ
მდებარე კირქვიან
მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური
სახეობის - კახეთის
მაჩიტას (Campanula kachetica) და იშვიათი სახეობის
ბალახოვნების (Globularia trichoscuntha და Galium pedemantanum) ერთადერთი ადგილსამყოფელია. აქვე, მის დასავლეთით 1,5 კმ მოშორებით, მუხნარ-რცხილნარ
ტყეში, ვეებერთელა კირქვის მასივებზე
გვხვდება იშვიათი
წიწვიანი ბუჩქი
ტუია (Biota orientalis), რომელიც საქართველოს არცერთ სხვა
კუთხეში არ
არის გავრცელებული. არწივის ხეობა
ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო
გარემოთი. აქ
სამოცამდე სახეობის
ფრინველის ნახვაა
შესაძლებელი, მათ
შორის არიან
მობუდარი იშვიათი
სახეობის ფრინველებიც - შავი ყარყატი
და ორბი.
ტახტი-თეფას
ტალახის ვულკანი
არაორგანული
ბუნების
ძეგლია.იგი მდებარეობს
დალის
წყალსაცავის
სამხრეთით,
620 მ
ზღვის
დონიდან,
რომელიც
სერის
თხემზე
აღმართულ
რამდენიმე
მეტრი
სიმაღლის
ბორცვს
წარმოადგენს.
ყველაზე
დიდი
ტალახის
კრატერის
დიამეტრი
3,5-4 მ-ია. იგი, ისევე
როგორც
მის
გარშემო
განლაგებული
მცირე
ზომის
სასულეები,
მუდმივმოქმედია.
მათგან
ამოდის
ტალახი,
ნავთობი
და
აირი.
სასულეებიდან
ამოსული
ტალახი
ერთდება
და
ქვევით,
ხევში
ჩაედინება.
ბუნების
ძეგლი
და
მისი
მიდამოები
ქვიშაქვებითა
და
თიხებითაა
აგებული.
ჩვენი ტური
დაგეგმილია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილის - ვაშლოვანის ეროვნულ პარკში,
რომელიც მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და უნიკალურია მისთვის დამახასიათებელი ფლორითა და ფაუნით.
ჩვენი
პროექტი
დაეხმარება
როგორც
ქართველებს
ასევე
უცხოელ
ტურისტებს
სწორად
დაგეგმილი მოგზაურობაის შედგად მიიღონ
გარკვეული
ინფორმაცია
ამ
საინტერესო
ადგილის
შესახებ.
ჩვენი
მიზანია
უფრო
საინტერესო
გავხადოთ
მოგზაურისთვის
თემა და წინა
პლანზე წამოვწიოთ ყველაფერი რაც ეხება
ბუნების დაცვას, ეკოლოგიას, ისტორიული ძეგლების შენარჩუნებას, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოგენური კატასტროფების
საუკუნეში.
პროექტის
აქტივობები
:
ტური იწყება ქ. დედოფლისწყაროდან.
ვზიტორები მანქანით მიემართებიან პანტიშარას ხეობისაკენ, გაივლიან ,,წმინდა ელიას,,
მთას, ბუნებრივ მარილიან ტბას–,,ქოჩორას,, და გადაკვეთენ შირაქის ველს.
საფეხმავლო მარშრუტი იწყება ვაშლოვანის ნაკრძალში ჩამავალი პანტიშარის ხევის ერთ-ერთ განშტოება — დათვისხევთან, რომელიც ქალაქ
დედოფლისწყაროდან
60 კილომეტრში
მდებარეობს.
ეს
ტერიტორია
უხსოვარ
დროში
ზღვის
ფსკერი
ყოფილა.
ამის
დასტურია
ქვიშაქვიანი
ალესილები,
რომლებიც
დედამიწის
განვითარების
ისტორიას
უამბობენ
მნახველებს.
დაკვირვებული
თვალი
ადვილად
შეამჩნევს
გაშიშვლებულ
ქანებზე,
დალექილ
ფენებში
ზღვის
მოლუსკების
უნაკლოდ
შემონახულ
ქიტინებს.
დათვის
ხევში
მოგზაურს
შეუძლია
ნახოს
სამხრეთული
სპილოს
გაქვავებული
ბეჭის
ძვლის
ნაშთი,
რომელიც
ნახევარი
მილიონი
წლის
წინანდელი
გიგანტი
ძუძუმწოვრის
ზომებზე
მეტყველებს.
აქვე
შეიძლება
შეხვდეთ
დათვის,
მგლის,
გარეული
ღორის,
ლელიანის
კატისა
და
ფოცხვერის
ნაკვალევს.
ქვეწარმავლებით
დაინტერესებულ
სტუმრებს
ზაფხულში
ხეობაში
შეუძლიათ
იხილონ:
კავკასიური
ჯოჯო,
ხმელთაშუა
ზღვის
კუ,
მარდი
ფსვენი,
ხვლიკი
და
თუ
ბედმა
გაგიღიმათ
შეიძლება
გველის
რომელიმე
სახეობის
ნახვაც
მოახერხოთ.
პანტიშარის
ხევისა
და
დათვის
ხევის
შეერთების
ადგილზე
მოწყობილია
ავტოსადგომი
და
საპიკნიკე
ადგილი.
მარშრუტის
ხანგრძლივობაა დღენახევრი. საველე
საკვებით
და
ტრანსპორტით
უზრუნველყოფაზე
თავად
გიდი ზრუნავს. საფეხმავლო
მარშრუტის
სიგრძე
3 კმ-ია. შესასვლელ
გადასახადს
მნახველი
იხდის
ქალაქ
დედოფლისწყაროში
ნაკრძალისა
და
ეროვნული
პარკის
ოფისში.
უკან დაბრუნებულ ტურისტებს უმასპინძლებს საოჯახო სასტუმრო
ქარტული ტრადიციული სუფრით და მოსასვენებელი ოთახებით.
მოსალოდნელი
შედეგები:
როგორც ქართველი,
ასევე უცხოელი ტურისტები ადგილზე
გაეცნობიან
აღნიშნულ
ძეგლებს,
გააკეთებენ ჩანაწერებს. შექმნიან ჩანახატებს,ფოტო
და ვიდეო მასალას.
სარგებელი
სხვებისთვის:
კარგად დაგეგმილი ტური
გამოიწვევს
საქართველოს ერთ–ერთი მხარის, ქიზიყის, უკეთ გაცნობას. გამოუმუშავდებათ
ბუნების სიყვარული და ისწავლიან მის გაფრთხილებას.
გაეცნობიან ქართული სუფრისა და კულტურულ ტრადიციებს.
ტურის განრიგი და ბიუჯეტი:
ნაკრძალის ტერიტორიაზე გადაადგილება და მომსახურება
ერთ ტურისტზ 15 ლარი.
საოჯხო სასტუმრო ღამისთევის და კვების გადასახადი ერთ
ტურისტზე 30 ლარი.
გაითვალისწინეთ:
სასურველია უხეში ქსოვილის საველე შარვლის ჩაცმა და მაღალყელიანი ფეხსაცმლის ტარება.
აკრძალულია:
ცეცხლსასროლი იარაღის თანხლება
მცენარეებისა და მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან
ნამარხი მასალის აღება,
კლდეებზე სწრაფი გადაადგილება
გამოქვაბულში შესვლა, მდინარის პირზე ან კლდის ქიმზე
0,5 მ–ზე ახლოდს დგომა.
Комментарии
Отправить комментарий