კვლევები

კვლევის–,,სოფელ ჯუგაანის დემოგრაფიული ვითარება 2000–2012 წლბში,,– წერილობითი ანგარიში
ჩამტარებელი : სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ჯუგაანის საჯარო სკოლა
კლასი : VIII  კლასი
ადგილი და ხანგრძლივობა:   სოფელი  ჯუგაანი.   1 თვე.
საგანი:  გეოგრაფია              
მასწავლებელი: ქ. ჩალახეშაშვილი
მიზანი:  სოფელ ჯუგაანის მოსახლეობის  რაოდენობრივი  ცვლილებების  დადგენა 2000-2012 წლებში  და  მიზეზების  გამორკვევა.
რეზიუმე:  კვლევის დასაწყისი  მიეძღვნა  მოსწავლეთა  მიერ  ჩატაებული კვლევის  სწორად წარმართვის გზების მოძიებას და განხორციელებას.
პროცესის მიმდინარეობისას ნათლად გამოიკვეთა ყველა პუნქტი, რომელიც დაგვეხმარებოდა და აუცილებლად უნდა გაგვეთვალისწინებინა კვლევის დაგეგმვის დროს. გაიშიფრა ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, კვლევის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, კვლევის მეთოდები  და ყველა ის ნიუანსი რაც შეიძლება ამ პროცესის დროს წამოჭრილიყო.რა შემთხვევაში შეიძლებოდა  მუშაობის პროცესში ,,განმეორებითი ექსპერიმენტის,,   ჩატარება, რადგან  ამ პროცესს უკვე განსხვავებულ შედეგს მოუტანდა, იმიტომ რომ  სხვადასხვა  ობიექტზე  მოხდებოდა დაკვირვება.
კვლევის დაგეგმვის  შემდგ  გავაანალიზეთ  ჩვენი ნაშრომი.  გამოიკვეთა რომ, კვლევის დასაწყისში აუცილებელია იყო ამოსავალი პუნქტის ანუ საკვლევი თემის განსაზღვრა, რომელიც დაგვეხმარებოდა მიზნის მიღწევაში.  თემის განსაზღვრის შემდეგ აუცილებელად გადავამოწმეთ  სწორად  შევარჩიეთ  თუ არა იგი.  ამ მიზნით  გამოვიყენეთ  შემდეგი კრიტერიუმები: მოქმედების არეალი,  მნიშვნელობა დაძლევადობა,  შესაბამისობა.
კვლევის პროცესში  ვაწარმოეთ  დღიური–კვლევის პროცესის მეგზური. მასში გავაკეთეთ  ჩანიშვნები, რათა არ დავიწყებოდათ და ანალიზის დროს ხელი არ შეშლოდათ ინფორმაციის გაშიფვრაში.
მონცემთა სიღრმისეული ანალიზს  მარო ვერც მოვახერხებდით, რადგან არ გვქონდა ზუსტი ინფორმაცია მოსახლეობის მოძრაობის შესახებ.  ჩვენ ამ შემთხვევაში დაგვეხმარა სოფლის საკრებულოს წარმომადგენელი  და  ამბულატორიის თანამშრომლებიმოვახდინეთ მოსახლეობის გამოკითხვა სოფელში. მონაცემებს მოვუყარეთ თავი, გავაკეთეთ კომპიუტერული ანალიზი.  ავაგეთ მოძრაობის გრაფიკი. მონაცემთა კომპიუტერული ანალიზის დროს გამოვიყენთ რიცხობრივი მაჩვენებლები ანუ კოდირება.  შევისწავლეთ,  როგორ უნდა მოხდეს მონაცემთა კოდირება . კვლევის დასრულების შემდეგ  გავაკეთთ  პრეზენტაცია.  სტენდზე გამოვაკარით მონაცემები.გამოიკვეთა რომ სოფლის მოსახლეობამ დაიკლო მექანიკური მოძრაობის ხარჯზე. მიუხედავად იმისა,  რომ შობადობამ იმატა მაინც ვერ აჭარბებს სოფლიდან სამუშაოდ ან სხვა სოციალური მიზეზების გამო წასული მოსახლეობის რიცხვს.
        გავაკეთეთ შეფასებისა და თვითშეფასების ცხრილი.

ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება–
კვლევა,  რომელიც ჩატარდა  მოსწავლეთა  გააქტურების,  მათში  თავისუფალი აზროვნების  ჩამოყალიბების, დამოუკიდებელი  მუშაობისა  და  მონაცემთა ანალიზის წარმოების მიზნით, იყო ნაყოფიერი,მრავლისმომცველი და აუცილებელი. ყველა საკითხი გაშუქდა დეტალურად. ეს კვლევა  დაგვეხმარება საჯარო გავხადოთ ინფორმაცია  სოფელში მოსახლეობის კლების შესახებ.  დავგეგმოთ ახალი პროექტები რათა დავუბრუნოთ ხალხი სოფელს.

ქეთინო ჩალახეშაშვილი.
თარიღი:      თებერვალი    2012 წელი              


Комментарии

Популярные сообщения из этого блога