ინტეგრირებული გაკვეთილები

სტიქიური მოვლენები
გაკვეთილის მთავარი თემა
ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები
სწავლების საფეხური
საშუალო საფეხური. VIII  კლასი
გეოგრაფიის მასწავლებელი: ქეთინო ჩალახეშაშვილი , ისტორია: მანანა ტუხაშვილი
ინტეგრირებული საგნები
გეოგრაფია, ისტორია, საბუნებისმეტყველო საგნები
მოსწავლეთა პროფილი
მოსწავლეთა რაოდენობა 20
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლები არ არიან
გაკვეთილის მიზანი და შედეგი
მოსწავლეები განსაზღვრავენ თემის შინაარსს. ახასიათბენ სტიქიურ მოვლენებს, ახდენენ მათ კლასიფიკაციას. განსაზღვრავენ გავრცელების არელებს, თავისუფლად ორიენტირებენ რუკაზე.
მსჯელობენ ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების წარმოქმნის მიზეზებსა და მათ თავიდან აცილებაზე.
შესძლებენ არგუმენტირებულ მსჯელობას და შეეცდებიან მოიძიონ პრობლემის გადაჭრის გზები.
ისტორია:ახასიათებენ ქალაქ პომპეის კულტურას.
ფიზიკა: განმარტავენ შინაგან ენერგიას, წნევას, სიმძიმის ძალას და მათ კავშირს სტიქიურ მოვლენებთან.
ქიმია:ახასიათებენ ქიმიურ ელემენტებს და მათ ცვლილებებს ტემპერატურის გავლენით.
კვლევისა და პეზენტაციის პროცესში აქტიურად იყენებენ ისტ საკომუნიკაციო საშუალებებს, წარმოადგენენ ნამუშევრების ელექტრონულ ვერსიას
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
გეო.X მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას, გეოგრაფიული კვლევის მიზანს, მისი გადაჭრის გზებსა და მიმართულებას.
გეო.X აგროვებს კვლევითვის საჭირო ინფორმაციას.
გეო. X კვლევის განსახორციელებლად აანალიზებს და ამუშავებს მოპოვებულ ინფორმაციას.
გეო.X ავლენს კვლევის შედეგების წარმოჩენისათვის აუცილებელ უნარჩვევებს.
გეო. X იყენებს რუკებს და სხვა გეოგრაფიულ საშუალებებს ინფორმაციის მოსაძიებლად.
ისტ. X აანალიზებს და აფასებს ისტორიულ მოვლენას.
წინასწარი ცოდნა
დაწყებით და საბაზო საფეხურზე შესწავლილი აქვთ სტიქიური მოვლენების ზოგადი თავისებურებები.
გაკვეთილის მიმდინარეობა
აქტივობა I (3 წთ)
ვესალმები, ვახდენ კლასის ორგანიზებას.
აქტივობა II (10 წთ)
პროვოცირება, გონებრივი იერიში.
ვსვამ კითხვებს:
1. გთხოვთ განმარტოთ რა არის სტიქიური მოვლენები.
2.რა არის სტიქიური მოვლენების წარმოშობის მიზეზები?
3. ამ მიზეზების გათვალისწინებით მოახდინეთ სტიქიური მოვლენების კლასიფიკაცია.
4. შეიძლება თუ არა რომ რომელიმე კონკრეტული ფაქტორი(რელიეფი, ჰავა, შიდა წყლები და სხვა.) იყოს სტიქიური მოვლენის წარმოქმნის მიზეზი?
მოსწავლეები მაძლევენ ძოგად პასუხებს და ჰქმნიან ასოციაციურ რუკას.
აქტივობა III (20 წთ)
ვყოფ მოსწავლეებს ოთხ ჯგუფად და კენჭისყრით ვუნაწილებ საპრეზენტაციო თემებს. ჯგუფები დავაკომპლექტე სხვადასხვა სიძლიერის მოსწავლეებით.
თვითოეული ჯგუფი ამუშავებს მითითებულ სტიქიურ მოვლენას და უკეთებს ორგანიზებას, ემზადებიან პრეზენტაციისათვის.
აქტივობა IV (40 წთ)
ჯგუფები ახდენენ მსალის პრეზენტაციას.
I ჯგუფი მიწისძვრა, ცუნამი .
ახსიათებენ მიწისძვრას, მის წარმოქმნას, გავრცელების არეალებს, ძალას. აკავშირებენ ფიზიკურ მოვლენებთან. განსაზღვრავენ მიწისძვრის თანმხლებ პროცესებსა და მოვლენებს. ასახელებენ ფაქტებს მომხდარი მიწისძვრების შესახებ.
საუბრობენ ცუნამის წარმოქმნასა და მოსალოდნელ საფრთხეზე.
გადმოცემულ ინფორმაციას ახლავს ვიდეო მასალა .
II ჯგუფი ვულკანები.
დეტალურად ახასიათებენ ვულკანურ პროცესებს, მის აგებულებას, გავცელების არეალებს. ახდენენ ვულკანების კლასიფიკაციას.პომპეი
იმიური ნივთიერებების გამოყენებით ხდნენ ხელოვნური ვულკანის იმიტაციას.(ფოტო)
საუბრობენ ისტორიულ ფაქტებზე ქალაქ პომპეის შესახებ.
III ზვავი, წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი.
დეტალურად ახასიათებენ თვითოეულ მათგანს და წარმოადგენენ
IV ჯგუფი ტექნოგენური კატასტროფები
განმარტავენ ტექნოგენურ კატასტროფებს. ახდენენ კლასიფიკაციას. გამოკვეთენ განსაკუთრებით საშიშ ტექნოგენურ კატასტროფებს. საუბრობენ მათი თავიდან აცილების გზებზე.
ინფორმაციას ახლავს ვიდეო მასალა
აქტივობა V(10 წთ)
მოსწავლეები ჩემთან ერთად აჯამებენ ინფორმაციას.
მე ვთხოვ თვითშეფასებისათვის შეავსონ ცხრილი
შეფასება
მოსწავლეს ვაფასებ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ჩართულობა, ჯგუფში ეფექტური მუშაობა, თანამშრომლობა
, საპრეზენტაციო მასალების წარმოდგენის უნარი.
შეფასების ფორმებიდან გამოვიყენე შემაჯამებელი განმსაზღვრელი შეფასება.(2 წთ)
საკლასო მენეჯმენტი და საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელო, რვეულები, მსოფლიო ფიზიკური და პოლიტიკური რუკა, მაგნიტური დაფა, კომპიუტერი,პროექტორი, ეკრანი, შტატივი, ქიმიური ნივთიერებები ამონიუმის ბიქრომატი, მაგნიუმის ფხვნილი,თიხა, ფაიფურის ჯამი, ასანთი.
გამოყენებული პროგრამები offise vord 2007, adobe potoshop, you tube.

2.   ინტეგრირებული გაკვეთილი

გაკვეთილის თემა
მინერალები ბუნებასა და ჩვენს ყოფაში
სწავლების საფეხური, კლასი
საშუალო საფეხური VII კლასი
ინტეგრირებული საგნები :     
1. გეოგრაფია 
2. ქიმია
3. ქართული ლიტერატურა
4. ხელოვნება
პედაგოგი:
ქეთინო ჩალახეშაშვილი
მარინა ბოლაშვილი
ქეთინო ალადაშვილი
ეკა  აბულაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა/
გაკვეთილისათვის საჭირო დრო
13 მოსწავლე,
ორი გაკვეთილი (90 წუთი)
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
არ არის
გაკვეთილის მიზნები და მისაღწევი შედეგები
1) გეო.X.1. მოსწავლე განსაზღვრავს პრობლემას, გეოგრაფიული კვლევის მიზანს, გადაჭრის გზებს და მიმართულებას.
) მოსწავლეებს გაუჩნდეთ ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენის და შეცნობის უნარი მინერალების წარმოქმნის შესახებ სხვადასხვა გეოლოგიურ პერიოდში. შეექმნათ ზუსტი წარმოდგენა საქართველოსა და უცხოეთში არსებული კარსტული მღვიმეების წარმოქმნაზე, სტალაქტიდების, სტალაგნატების და სტალაგმიტების შესახებ (გეოგრაფიის ჩართვით).
2) ბუნ. X.13. მოსწავლე აღწერს კავშირს ნივთიერებათა აგებულებასა და თვისებებს შორის.
ბუნ. X.14. მოსწავლე ამოიცნობს და აღწერს მის გარშემო და ბუნებაში მიმდინარე გარდაქმნებს.
მოსწავლეს უნდა განუვითარდეს ბუნების მეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევაძიებითი და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბდეს გარემო სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესების დაუფლების შესაძლებლობა, გააცნობიეროს მეცნიერების როლი და ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის პროგრესისათვის (ქიმიის საგნით).
3) ქართ. X.1. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
მოსწავლემ უნდა აღიქვას ქიმიური ნედლეული - მინერალები, როგორც პოეზიის მუზა და კიდევ ერთხელ გააცნობიეროს ქართველი პოეტების ფართო სოფლმხედველობა (პოეზიის ნიმუშების შემოტანით).
4) .. X.1. მოსწავლე ეცნობა ხელოვნების ელემენტებსა და პრისციპებს ნამუშევრის შექნმნისას.
.. X.3. მოსწავლე იყენებს ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნას ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
.. X.5. მოსწავლე ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ნაწარმოებებს და მსჯელობს მათ შორის არსებულ მსგავსებაგანსხვავებაზე.
მოსწავლემ პატივი უნდა მიაგოს ხელოვნების მუშაკთა ღვაწლს, თავადაც შეძლოს ხელოვნების ნიმუშებისათვის საჭირო მასალების შექმნა, გამოიყენოს ისინი საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში (ხელოვნებათმცოდნეობის ჩართვით).
5. ჯგუფური მუშაობით მოსწავლემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა მეგობრებისა, საზოგაოებისა და გარემოს მიმართ. გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები საკუთარი ცოდნის გადმოსაცემად.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
1. გეო. X.11. გეოგრაფიული კვლევისას განსაზღვრავს ადგილს, მოვლენებსა და პროცესებს შორის კავშირურთიერთობებს, მსჯელობს რეგიონალურ რესურსებზე.
2. ბუნ. X.13.8. მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა მინერალის (მაგ.სილიკატების, ფოსფატების ,სულფიდების ) შესახებ, მსჯელობს მათ შედგენილობაზე, წარმოშობასა და გამოყენების გზებზე.
ბუნ. X.14. მოსწავლე აგროვებს ინფორმაციას ხალხურ რეწვაში გამოყენებული ბუნებრივი საღებავის კომპონენტების, მათი დამზადების ტექნოლოგიის შესახებ, მოძიებული რეცეპტის მიხედვით ქმნის საღებავებს და იყენებს მათ.
მოსწავლე ხსნის ,,ჯადოსნური მელნის არსს თეთრ ფორმატზე უფერო გამჭვირვალე სითხით იისფერი წარწერის გაჩენის გამო.
მოსწავლე აკვირდება და ადარებს მინერალებს, არჩევს და ახარისხებს მათ შედგენილობისა და თვისებების მიხედვით, შედეგებს წარმოადგენს და პასუხებს ცხრილის სახით გვაწვდის კომპიუტერით.
აგროვებს ინფორმაციას მინერალების წარმოშობის, გავრცელების, სხვადასხვაგვარობის მიზეზებს შესახებ, მსჯელობს მათი გამოყენების მნიშვნელობაზე მეცნიერებასა და ყოფაცხოვრებაში, ხელოვნებასა და მედიცინაში.
3. ქართ. X.1.4. მოსწავლე იყენებს ფაქტებს და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად.
4. .. X.1.2. შედეგი მიღწეულია თუ ფერების შეზავებით იღებს დამატებითი ფერის სასურველ ნახევარტონებს განსაზღვრულ დროში.
.. X.2.3. გეგმავს და ანხორციელებს იმ სამუშაოს, რომელიც თვითონ უნდა შეასრულოს.
. . X.5.4. ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს და მსჯელობს იმის შესახებ, რა დამოკიდებულება ჩანს ადამიანის მიმართ.
თანამიმდევრობა
1)სამოტივციო აქტივობა-კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად და თავსდებიან ჯგუფების სახელწოდებების შესაბამის მაგიდებთან: ,,ქიმიკოსები, ,,გეოგრაფები, ,,ხელოვანები და ,,ფილოლოგები(-5 წთ.)
2) გაკვეთილის არსის და მსვლელობის თანამიმდევრო-ბაზე შესავალს აკეთებს ქიმიის პედაგოგი, შესავალს წინ უმძღვარებს ,,ჯადოსნური მელნით წარწერას და მოსწავლეებს ავალებს ამოიცნონ ამ წარწერის არსი -( 5 წთ.)
3) კარსტული მღვიმეების წარმოშობის შესახებ ინფორმაციას სლაიდშოუს თანხლებით წარმოადგენს გეოგრაფიის პედაგოგი, მას ჩაერთვის ქიმიის პედაგოგი სტალაქტიდების, სტალაგმიტების და სტლაგნატების წარმოქმნაზე - (8 წთ.)
4) მინერალების მრავალგვარობის მიზეზს ხსნის ქიმიის პედაგოგი და პროექტორზე მიმდინარეობს პრეზენტაცია ალმასისა და გრაფიტის მინერალების აღნაგობის შესახებ, მას მოჰყვება მინე-რალებიდან ძვირფასი ქვების გამოკრისტალების სლაიდშოუ ,,ბუნების საჩუქარი (8 წთ.)
5) ყველა ჯგუფს ეძლევა მეორე დავალება - ფურცელზე ასახულ თოთხმეტ სხვადასხვა მინერალს შეურჩიონ შესაბამისი ქიმიური ფორმულა და კომპიუტერში ცხრილის სახით მიაწოდონ ჟიურის -( 6 წთ.)
6) 1 და 2 დავალების პასუხები და შეფასება გამოიტანება ტაბლოზე (4 წთ.)
7) ყველა ჯგუფიდან თითო წარმომაგენელი გამოდის სიტყვით და მათ მიერ მოძიებული მასალის მიხედვით გვამცნობენ საინტერესო ისტორიებს ამა თუ იმ მინერალზე, ერთ-ერთი მოსწავლე შეეხება ძვირფასი ქვების ასტრონომიულ ფენომენს და აკეთებს ჩამონათვალს ჰოროსკოპით განკუთვნილთვის შესაბამის ქვებს, ასევე აღწერს ძვირფასი ქვების ბიოველის შემოწმების მეთოდს ნებისმიერ ინდივიდთან (15 წთ.)
8) ეწყობა ძვირფასი ქვების პოდიუმი მოსწავლეების მიერ .ლიტერატურის მასწავლებელს კი პარალელურად მოყავს ციტატები ქართული პოეზიის ნიმუშებიდან, რომელშიც გამოყენებულია ძვირფასი ქვების სახელები - (20 წთ).
(პოდიუმს თან ახლავს ქართული საესტრადო მელოდიები , სადაც გამოყენებულია მინერალური და ძვირფასი ქვების სახელები. მაგ: ყელსაბამი, ცაფირუზ, ხმელეთზურმუხტო და ..)
9) ხელოვნების პედაგოგი მოკლე ინფორმაციას აკეთებს მინერალების შესახებ ხელოვნებაში , როგორც მზა ნედლეულის ისე საღებავების ფორმით გამოყენებაზე, აძლევს მოსწავლეებს ფერად ცარცებს, ზეთს და ყველა საჭირო ნივთებს ზეთიანი, შედგენილი ფერის საღებავის მისაღებად - (8 წთ.)
შეფასება (2 წთ.)
10) ბოლოს ტაბლოზე გამოგვაქვს სლაიდშოუ ხელოვნების ნიმუშებში გამოყენებული მინერალები და ძვირფა-სი ქვები -(4 წთ.)
შეფასება
შეფასება იქნება განმსაზღვრელიც და განმავითარებელიც, რადგან სამივე დავალებაზე ჯგუფების მიერ დაგროვილი ქულები დაჯამებული სახით გამოვა ეკრანზე და მასწავლებელი გააკეთებს კომენტარს. ჯგუფის საუკეთესო წევრები გამოვლინდებიან ურთიერთშეფასებით. პრეზენტაციის დროს მასწავლებლის მიერ შეფასედება ყოველი მოსწავლე.
საკლასო მენეჯმენტი და საგა-ნმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი ყველა ჯგუფისათვის, პროექტორი, დიდი ფორმატი, ამონიუმის ჰიდროქსიდის უფერო ხსნარი, ფენოლფტალეინის ხსნარი, მინის წკირი, ფერადი ცარცები, როდინები და ქიმიური ჭიქები ზეთისათვის, ფუნჯები, ძვირფასი ქვების ყელსაბამები და
სამკაულები.
გამოყენებული ლიტერატურა
1.  გეოგრაფია VII კლასი
2. მეცნიერების ენციკლოპედია . სულაკაურის გამომცემლობა 2008 .
3. ოქსფორდის სამეცნიერო ენციკლოპედია - . ქარჩხაძის გამომცემლობა 2005 .
4. ბიბლიურ-პატიოსან ქვათა და ეტლთა შესახებ, უძველესი ქართული ხელნაწერების მიხედვით .ავტორი .ქოქრაშვილი.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога