ტრენინგები

ტრენინგის –,,საზოგადოებრივი და გლობალური გეოგრაფია,,–
წერილობითი     ანგარიში
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ.თბილისის 141-ე საჯარო სკოლა. 21 საათის ხანგრძლივობით.
თარიღი: 25-29 ივნისი 2013 წ
მიზანი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ცოდნის გაღრმავება საზოგადოებრივ გეოგრაფიაში და სწავლებისათვის საჭირო უნარების გამომუშავება.
ამოცანები:
v  მსოფლიოს საზოგადოებრივი და გლობალური გეოგრაფიის აქტუალური საკითხების განხილვა, მათი მომავლის პროგნოზის და განვითარების შესაძლო სცენარების განსაზღვრა.

v  საზოგადოებრივი გეოგრაფია, როგორც მეცნიერება.

v  ბუნებათსარგებლობის ზოგადი სურათი.

v  მსოფლიო პოლიტიკური რუკის ფორმირება.

v  მსოფლიოს მოსახლეობის დინამიკა, რასობრივი , ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა.

v  მოსახლეობის ტერიტორიული განაწილება. ურბანიზაცია.

v  კულტურის გეოგრაფია.

v  მსოფლიო მეურნეობა.

v  გლობალიზაცია.

v  გლობალური პრობლემები:ზოგადი სურათი.

v  გლობალური პრობლემები:მომავლის პერსპექტივები.

რეზიუმე:  ტრენინგი რომელიც ჩატარდა საზოგადოებრივ და გლობალურ გეოგრაფიაში, იყო კარგად დაგეგმილი, დროში გაწერილი და საინტერესო. პირველი დღე მიეძღვნა პროფესიული სტანდარტის განხილვას და ამ სტანდართით გათვლილი შედეგებისა და ინდიკატორების ურთიერთმიმართების დადგენას. ტრენერმა ნათლად ჩამოაყალიბა ტრენინგის მიზანი, მისაღწევი შედეგები, სატრენინგო თემები.  გაგვაცნო სამუშაო გეგმა,გააკეთა მოკლე პრეზენტაცია საზოგადოებრივ გეოგრაფიაზე, როგორც მეცნიერებაზე და მის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე.
      პირველ სესიაზე განხილული იქნა რეგიონალური დაყოფა, გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებები, ბუნებრივი პირობები და რესურსები,ვიმუშავეთ ჯგუფებში, გამოვკვეთეთ ბუნებრივი რესურსების როლი და მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებაში, გავაკეთეთ პრეზენტაცია.შევისწავლეთ  სახვადასხვა აქტივობების გამოყენება ამ თემის გაშუქებასთან დაკავშირებით.
 შემდგომი თემა ეს იყო პოლიტიკური რუკის ფორმირება.ტრენერმა გაგვაცნო ძირითადი იდეები პოლიტიკური რუკის ფორმირების სხვადასხვა ეტაპებზე, გვთხოვა ამოგვერჩია ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება და გამოგვეთქვა ვარაუდი როგორი იქნებოდა დღევანდელი სამყარო ამ ცვლილების გარეშე.(სინთეზი). გავმართეთ დისკუსია. ტრენერმა დაგვყო ყჯგუფებად, გაგვინაწილა თემები და ბლუმის ტაქსონომიის მეთოდით, საკითხავ მასალაზე დაყრდნობით შევიმუშავეთ თვითოეული თემის შესაბამისი კითხვები. მოვახდინეთ პრეზენტაცია.
მომდევნო თემა ,,მოსახლეობის გეოგრაფია ,, დაიწყო მინი ლექციით დინამიკის, ბუნებრივი მოძრაობის, მოსახლეობის აღწარმოების,სტრუქტურის,ეკონომიკურად აქტიური და შრომითი რესურსების შესახებ. ვიმუშავეთ მიგრაციის დადებით და უარყოფით შედეგებზე. ტრენერის მითითებით გავითვალისწინეთ ყველა ის ფაქტორი,რომელიც მოქმედებს მოსახლეობის მექანიკურ მოძრაობაზე ( ეკონომიკური სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული).
დღის ბოლოს შევაჯამეთ პირველი სესია, პასუხი გავეცით თემის ბოლოს მოცემულ ყველა კითხვას.
მეორე დღეს შევისწავლეთ: მოსახლეობის ეთნიკური,რასობრივი,რელიგიური შემადგენლობა, განსახლება,ურბანიზაცია,კულტურის გეოგრაფია,მეურნეობის პირველადი დარგების გეოგრაფია. თავიდან მოვახდინეთ ტექსტის ანალიზი, შევადგინეთ გაკვეთილის გეგმა, რასურსები, მეთოდები, აქტივობები დავაკავშირეთ ერთმანეთთან და მოვახდინეთ პრეზენტაცია.
ჩავატრეთ პრაქტიკული მუშაობა წყვილებში. თემის ბოლოს მოცემულ კითხვებს პასუხი გასცა რამოდენიმე წყვილმა, ხოლო დანარჩენებმა შეავსეს განსხვავებული მოსაზრებებით. ფლიფჩარტზე ჩამოწერილი ტერმინები და მათი განმარტებები დავაკავშირეთ ერთმანეთთან და შევავსეთ სქემა ,,რელიგიების კლასიფიკაცია,.
მოსახლეობის ტერიტორიულ განაწილებასთან დაკვშირებით გავეცანით სამუშაო მასალას( მე–7 თავი), ამოვწერეთ ძირითადი ტერმინები და განვმართეთ სათითაოდ, გვაანალიზეტ გრაფიკები და მოვახდინეთ პრეზენტაცია.
დღის მეორე ნახევარში გადავედით ახალ თემებზე.  დეტალურად შევისწავლეთ კულტურისა და მსოფლიო მეურნეობის გეოგრაფია.
პასუხები გავაცით მე–8 თემის კითხვებს, დავაჯგუფათ მსოფლიო მეურნეობის დარგები, მოვადინეთ  პირველადი და მეორეული დარგების კლასიფიცირება.
ტრენერის თხოვნით შევავსეთ კონტურული რუკა და დავიტანეთ მასზე პირობითი ნიშნების მიხედვითმოპოვებითი მრეწველობის დარგები.
შვაჯამეთ მიმდინარე დღის შედეგები და მოვნიშნეთ მომდევნო დღისთვის გაურკვეველი საკითხები.
მესამე დღეს თვალი გადავავლეთ განვლილ თემებს. მწვრთნელმა წარმოადგინა სქემატურად მეორეული და მესამეული დარგების სტრუქტურა და გაგვაცნო მრეწველობა,  მეტალურგია,  ხე–ტყის, საშენ მასალათა, მსუბუქი და კვების მრეწველობა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. ვიმუშავეთ ტექსტზე , ჯგუფებში შევიმუშავეთ აქტივობა და შეფასების რუბრიკა რომელიც გადის მაღალ სააზროვნო დონეზე.
საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების გასაანალიზებლად რტენერმა მოაწყო დებატები მსმენელთა ორ ჯგუფში. მოვისმინეთ მსჯელობა ,გამოვყავით დამაჯერებელი არგუმენტები. ,,გლობალიზაციი,, გასაცნობად გამოვიყენეთ სახელმძღვანელოს ტექსტი და თვალსაჩინოება.ყურადღება გავამახვილეთ 5 სხვადასხვა შინაარსობრივ დატვირთვაზე, როგორიცაა ვესტერნიზაცია, ინტერნაციონალიზაცია, ლიბერალიზაცია, უნივერსალიზაცია და დეტერიტორიზაცია. ვენის დიაგრამის საშუალებით შევადარეთ  გლობალიზაციასა გა გლოკალიზაცია. სახელმძღვანელოს დახმარებით ჩამოვთვალეთ ამ მხრივ რეიტინგული ქვეყნები და შევადგინეთ ცხრილი.  ვიმსჯელეთ  ანტიგლობალისტურ ხედვაზე.
ძირეულად განვიხილეთ გლობალური პრობლემები და მოსალოდნელი საფრთხეები.
დღის ბოლოს დავაკავშირეთ გლობალური პრობლემები და საქართველო.
მეოთხე დღეს გავაკეთეთ წინა დღეს მოცემული დავალება. განვიხილეთ ყველა დარჩენილი მასალა , ხელახლა გავარჩიეთ საკვანძო საკითხები, დავწერეთ შემაჯამებელი ესსე ,, როგორ მესახება საქართველოსმომავალი გლობალურ ხედვაში,,. რამოდენიმე მსმენელმა სურვილის მიხედვით წაიკითხა ესსე. ბოლოს დავწერეთ შემაჯამებელი ტესტი.
ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება–
ტრენინგი, რომელიც ჩატარდა, პროფესიონალური ზრდის ხელშეწყობის მიზნით,
ნაყოფიერი, კარგად ორგანიზებული. უშუალო,თბილი გარემო ხელს უწყობდა ყველა მსმენელს.
კათედრაზე გავაკეთებ პრეზენტაციას და კოლეგებს გავუზიარებ  ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას.  ვეცდები შეძენილი ცოდნა დავნერგო ჩემს საგაკვეთილო პროცესში.


მასწავლებელი:  ქ. ჩალახეშაშვილი

25-29  ივნისი 2013 წელი.



                ტრენინგის დასახელება:   საქართველოს გეოგრაფია       
                                          წერილობითი      ანგარიში
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვიარების ეროვნული ცენტრი
ადგილი და ხანგრძლივობა:  ქ.თბილისის 141-ე საჯარო სკოლა. 16 საათის ხანგრძლივობით.
მიზანი:      მასწავლებელთა პროფესიული განვითარება,ცოდნის გაღრმავება და სწავლებისათვის საჭირო უნარების  გამომუშავება.
      თარიღი: 21-24 ივნისი 2013 წ

ამოცანები:
v  საქართველოს გეოგრაფიის აქტუალური საკითხების შესწავლა.
v  საქართველოს  ბუნებრივი პირობები და რესურსები.
v  საქართველოს მოსახლეობის, მეურნეობის და სოციალური სფეროს გეოგრაფია.
v  საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
v  საქართველოს საზღვრების გეოგრაფიული ანალიზი.
v  საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები და დაცული ტერიტორიები.
v  საქართველოს მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხები.

რეზიუმე:    მოვისმინე ტრენინგის სრული კურსი  საქართველოს გეოგრაფიაში. პირველი დღე მიეძღვნა „საქართველოს გეოგრაფიის“საგნობრივი სტანდარტის განხილვას, გავეცანით წლის ბოლოს მისაღწევ  შედეგეგებს მიმართულებების მიხედვით.
განვიხილეთ და ვიმსჯელეთ ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ კომპეტენციებზე.
ჩამოვაყალიბეთ და განვიხილეთ თანამედროვე გეოგრაფიის საკითხები: გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი რესურსები, მოსახლეობა,მეურნეობა, სოციალური სფერო და ეკოლოგიური  პრობლემები.
ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში ვიმუშავეთ ჯგუფებში    და მოვამზადეთ კონკრეტულ მასალაზე  საპრეზენტაციო პლაკატები და  გავაცანით აუდიტორიას.
მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს საწავლო პროცესში პრეზენტაციის გამოყენებაზე,რაც ხელს შეუწყობს  იმას, რომ მოზარდები ბევრად უფრო მომზადებულები შეხვდებიან  ცხოვრების გამოწვევებს,ამავდროულად ,სასწავლო პროცესი ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება.
ტრენინგის პროცესში ვიყენებდით  სხვადასხვა აქტივობებს,ვმუშაობდით წყვილებში,ჯგუფებში.
ვასრულებდით პრაქტიკულ სამუშაოებს: გრაფიკების აგება, ცხრილების შედგენა. ვიმსჯელეთ დიაგრამების , ცხრილების და ინფორმაციის გადმოცემის სხვა საშუალებების მნიშვნელობაზე და გამოყენებაზე გეოგრაფიის სწავლებაში.

ტრენინგის მე-3 სესიაზე გავეცანით  თემას -„სქართველოს დემოგრფიული პოლიტიკა“ და გავაკეთეთეთ „სვოტ-ანალიზი“.   დავჯგუფდით წყვილებად,  თითოეულმა  წყვილმაგააკეთა პრეზენტაცია   სვოტ-ანალიზის  ერთ-ერთ  ნაწილზე,  დანარჩენები ვაკეთებდით პრეზენტაციას  იმ საკითხებზე,  რომელიც ამ წყვილების მიერ არ დასახელდა.
          განვიხილეთ საქართველოს  მეურნეობის  დარგების  თანამედროვე  კლასიფიკაცია.ვიმუშავეთ  ბლუმის  ტაქსონომიის გამოყენებაზე  გეოგრაფიის გაკვეთილებზე.მასწავლებელმა    მარტივი  კითხვებით  უნდა დაიწყოს(შემეცნების  დონეებიდან-  ცოდნით) და უფრო და  უფრო   გართულოს  შეკითხვები. სასწავლო    პროცესის   ეფექტიანად  წარმართვისათვის  ,  მნიშვნელოვანია,  მაწავლებელმა დაგეგმოს  ეფექტიანი  გაკვეთილი,  მაისათვის  კი საჭიროა, ჩვენი  სასწავლო  სტრატეგია
კლასში მოსწავლეთა   სწავლის  სტილს  შევუთავსოთ,  სასურველია  ,  რომ   გაკვეთილი
იყოს  აქტიური  და ასევე   ინტერაქტიურიც.
მასწავლებელი  თავისი მოღვაწეობის პროცესში  მუდმივად უნდა ცდილობდეს  ,მოსწავლეზე
და შედეგზე ორიენტირებული  სასწავლო  პროცესის დაგეგმვაზე,  ამისათვის მან უნდა
განსაზღვროს  გრძელვადიანი  და მოკლევადიანი  მისაღწევი  სასწავლო   მიზნების , შესაბამისი
ამოცანები  მოსალოდნელი  შედეგები.
მასწავლებელმა  უნდა  შეძლოს  სასწავლო  თემის   სასწავლო  პროცესების  საჭიროებებისთვის
მისადაგება.  ასევე  ცოდნის  გადაცემის  ,უნარ-  ჩვევების  გამომუშავებისა  და  განვითარებისთვის სწავლების   სტრატეგიების  განსაზღვრა.
ისეთი    შეფასებების   ტიპების  (განმსაზღვრელი  ,განმავითარებელი)  შემუშავება,
რომელთა  საშუალებითაც  შესაძლებელი  იქნება  შეფასდეს    მოსწავლეთა  როგორც
ცოდნა,  ასევე  უნარ-ჩვევები.
       ტრენინგის   მე-3   სესია მიეძღვნა  გაკვეთილის   დაგეგმვას.
ავირჩიეთ  კონკრეტული   თემა  - საქართველოს  რეგინებიდან   და დავგეგმეთ  გაკვეთილი.
ვიმუშავეთ    წყვილებში. 
       გაკვეთილის  დაგეგმვისას   გამოვიყენეთ თანამედროვე  თანამედროვე  პედაგოგიური
მეთოდები  და   აქტივობები.
  განვსაზღვრეთ   მიზანი  ,  რომელიც  არის  განხორციელებული   შედეგი.   თითოეულ 
აქტივობას   შევუსაბამეთ  მეთოდები  და  რესურსები,  ასევე,  გავითვალისწინეთ
ეროვნული   სასწავლო  გეგმით  გათვალისწინებული    შედეგები    და  ინდიკატორები,
რესურსები   და  შეფასების   სისტემა.
შემდეგ  ყველა  წყვილმა  მოვახდინეთ   აღნიშნული  გაკვეთილების  გეგმის  პრეზენტაცია
და მოვაწყეთ  განხილვა,  შევაფასეთ ერთმანეთის  დაგეგმილი  გაკვეთილები.
ვისაუბრეთ  გაკვეთილის  დაგეგმვის  დადებით მხარეებზე და  მნიშვნელობაზე.
ტრენინგის  მიმდინარეობის  პროცესში  გაშუქდა  დეტალურად  ყველა  საკითხი.
საკოლო  ცხოვრების   აუცილებელი  პირობაა  კოლეგიალობა,  გამოცდილების  გაზიარება
  და ურთიერთთანამშრომლობა. იგი  პროფესიული  ზრდის  აუცილებელი პირობაა.


ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება.
   ტრენინგი,  „საქართველოს  გეოგრაფიაში“   იყო ნაყოფიერი  პროფესიული  განვითარების
ხელშეწყობის  მიზნით.
ვფიქრობ, აღნიშნული ტრენინგი  დამეხმარება, სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში,
საინტერესო  გაკვეთილების  დაგეგმვაში.
ის ცოდნა  და  გამოცდილება, რაც  შემძინა ტრენინგმა, გავუზიარებ  კოლეგებს და გავაკეთებ
პრეზენტაციას  კათედრის  სხდომაზე.

მასწავლებელი: ქეთინო ჩალახეშაშვილი
თარიღი:21-24  ივნისი  2013 წ











 ტრენინგის–,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება~–წერილობითი ანგარიში
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ადგილი და ხანგრძლივობა: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქ.წნორის №1 საჯარო სკოლა 10 საათის ხანგრძლივობით.
მიზანი:  მასწავლებელთა პიროვნული დამოკიდებულების გაცნობა საკუთარი პროფესიისადმი.
საერთო ხედვისა და ღირებულებების მნიშვნელობის გააზრება სწავლა–სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესში.
ამოცანა: პროფესიული განვითარების სქაემაში ჩართულობა,  კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობის განხორციელება, თვითშეფასება, შეფასება.
რეზიუმე: ტრენინგი დაიწყო მონაწილეთა ურთიერთგაცნობით. ტრენერმა და პედაგოგებმა წარვადგინეთ საკუთარი თავი. გავეცანით ტრენინგის მიზანს,  შინაარსს, მოსალოდნელ შედეგებს.
აქტიური ლექციის მეთოდით გავაანალიზეთ ჩვენი სამუშაოსა თუ სამსახურის არსი ჩვენს პიროვნებასთან მიმართებაში.
აუდიტორიასთან დიალოგის გზით ტრენერმა გამოკვეთა მასწავლებლობის , როგორც სამსახურისა თუ პროფესიის დანიშნულება, ჩვენი ვალდებულებების მნიშვნელობა. გაეცა პასუხი კითხვაზე – თანხვედრაში არის თუ არა იგი სამსახურებრივ ღირებულებებთან?
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოვაალიბეთ ჩვენი აზრი და აქტიური დისკუსიის გზით მოვახდინეთ მისი განხილვა. გამოიკვეთა, რომ არსებობს გაცხადებული ღირებულებები, რომლებიც გამომდინარეობს ესგ–დან, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან,ეთიკის კოდექსიდან, პროფესიული სტანდარტიდან და დამკვიდრებული, რომელიც არ შეესაბამება გაცხადებულს ან არ არის გაწერილი ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებში. ტრენერის მონაწილეობით დავასაბუთეთ ამ ღირებულებების მნიშვნელობა.
პირველივე სესიაზე განვიხილეთ და გავაანალიზეთ წარმატებული სკოლის მახასიათებლები,გამოვკვეთეთ ის კომპეტენციები რომლებიც ხელს უწყობს სკოლის წარმატებას:
·         მასწავლებლის პროფესიონალიზმი,
·         სასკოლო კულტურა
·         დაგაეგმვა და ორგანიზება
 და ასევე ფაქტორები: მკაფიო და ფოკუსირებული მისია, თანამშრომლობა და კომუნიკაცია, მონიტორინგი და შეფასება, პროფესიული განვითარება.
მეორე სესიაზე განვიხილეთ პროფესიონალი მასწავლებლის თვისებები  და კომპეტენციები რა აქტივობები უსვამს ხაზს მასწავლებლის კომპეტენციებს,  უფლებებს მოვალეობებს.
განვიხილეთ შეფასების პრინციპები, შეფასების ფორმები, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები,მეთოდები. შემდეგ გამოვკვეთეთ  შეფასების მოდელი მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის კომპლექსური შეფასებისას.
ტრენინგის მეორე დღე მიეძღვნა პროფესიული განვითარების პროცესის გაცნობას. იმას თუ რას ნიშნავს პროფესიული განვითარების სქემა და ინდივიდუალური განვითარების გეგმა.
ტრენერმა წარმოგვიდგინა პროფესიული განვითარების სისტემის  რვა პრინციპი. განვიხილეთ ტრადიციული აქტივობებით და გამოვყავით დადებითი  და უარყოფითი მხარეები.
პროფესიული განვითარების სქემის მთავარი ელემენტი საჭიროებების კვლევაა. გავიხსენეთ რა ტიპის კვლევა ჩაგვიტარებია ან მომავალში ვგეგმავთ რომ ჩავატაროთ. ამ პროცესების წარმატებულად განხორციელების პირობაა თანამშრომლობა კოლეგებს შორის. კოლეგიალობა საკვანძო ელემენტია სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის.
გამოიკვეთა, რომ პედაგოგისათვის ძნელია თვითშეფასება. იმისათვის რომ საკუთარი თავი რეალურად შევაფასოთ საჭიროა გვყავდეს ,,კრიტიკული მეგობარი,, . იგი საშუალებას მომცემს შევაფასო საკუთარი თავი, დავინახო ჩემი ძლიერი და სუსტი მხარე. ამის შემდეგ მე შევძლებ დავწერო ანგარიში ჩატარებული აქტივობის შესახებ.
დღის მეორე ნახევარში განვიხილეთ პროფესიული განვითარების სქემა. გავაანალიზეთ სქემის აქტივობები, მათი წონა , ადეკვატურობა პროფესიული კომპეტენციების შეფასებისათვის.  აქტივობების ჩამონათვალი დავყავით  კატეგორიებად.
ტრენინგის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება– ინდივიდუალურიპროფესიული განვითარების გეგმის შედგენა და პროფ. განვითარების ცენტრში გაგზავნა.
ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება–
ტრენინგი, რომელიც ჩატარდა, პროფესიონალური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, იყო ნაყოფიერი,მრავლისმომცველი და აუცილებელი. ყველა საკითხი გაშუქდა დეტალურად. ეს ტრენინგი დაგვეხმარება პედაგოგიური მუშაობის პროცესი დავგეგმოთ და განვახორციელოთ ნაყოფიერად და შედეგიანად.
აქტიურად ვითანამშრომლებ კოლეგებთან. ვეცდები აქ მიღებული ცოდნა გავუზიარო ჩვენი სკოლის პედაგოგებს. კათედრის სხდომაზე გავაკეთებ პრეზენტაციას აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით.

25. 05. 2013  წელი
ქეთინო ჩალახეშაშვილი








 ტრენინგის –,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე„–წერილობითი ანგარიში.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პოფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქ.თელავი,3–ე საჯარო სკოლა, 16 სთ ხანგრძლივობით.
მიზანი: პედაგოგიური კვლევებისა და პროექტგაკვეთილიების დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება.
·         ამოცანები:კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლე თემის შერჩევასა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
n  კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;
n  კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა
n  მონაცემთა შეგროვება
n  მონაცემთა ანალიზ, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
n  მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისპრაქტიკაში დანერგვა.
n  მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
n  პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;
n  პროექტის შეფასება;
n  კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა; კათედრის სამუშაო გეგმის ნიმუშის შექმნა;
n  სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა;
n  მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება; რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;
n  სარეკომენდაციო ხასიათის სქემებისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის პორტფოლიოსთვის.
რეზიუმე: ტრენინგის დასაწყისი მიეძღვნა სქემაში ჩართული მასწავლებლის მიერჩატაებული ღონისძიების სწორად წარმართვის გზების მოძიებას და განხორციელებას.
ტრენინგის მიმდინარეობისას ნათლად გამოიკვეთა ყველა პუნქტი, რომელიც დაგვეხმარებოდა და აუცილებლად უნდა გაგვეთვალისწინებინა კვლევის ან პროექტის დაგეგმვის დროს.გაიშიფრა ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, კვლევის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რა შემთხვევაში შეიძლება მუშაობის პროცესში ,,განმეორებითი ექსპერიმენტის,,   ჩატარება,რადგან  ამ პროცესს უკვე განსხვავებულ შედეგს მოუტანდა იმიტომ რომ სხვა მოსწავლეებზე მოხდება დაკვირვება.
მასწავლებელს შეუძლია აწარმოოს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. განსაზღვროსპროცესის მიმდინარეობის ეტაპები, შეარჩიოს კვლევის მეთოდები, აწარმოოს დღიურიანუ მოახდინოს კვლევის დოკუმენტირება, გაუზიაროს კოლეგებს აზრი და გამოცდილება.
ტრენინგიც მიმდინარეობის პროცესში თეორიული მასალის უკეთ გაცნობის მიზნით დავგეგმეთ საკლასო კვლევა და პროექტი.
კვლევის დაგეგმვის შემდგ გავაანალიზეთ ჩვენი ნაშრომი. გამოიკვეთა რომ, კვლევის დასაწყისში აუცილებელია ამოსავალი პუნქტის ანუ საკვლევი თემის განსაზღვრა, რომელიც დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში. თემის განსაზღვრის შემდეგ აუცილებელია გადავამოწმო სწორად შევარჩიე  თუ არა იგი. ამ მიზნით უნდა გამოვიყენო შემდეგი კრიტერიუმები: მოქმედების არეალი, მნიშვნელობა დაძლევადობა, შესაბამისობა.
კვლევის პროცესში უნდა ვაწარმოო დღიური–კვლევის პროცესის მეგზური. მასში უნდა გავაკეთო ჩანიშვნები, რათა არ დამავიწყდეს და ანალიზის დროს ხელი არ შემეშალოს. თავი მოვუყარო გეგმებს,  იდეებს, მიზნებს რათა ემდგომი გეგმების დაძლევაში დამეხმაროს.
ტრენინგის პროცესში დეტალურად განვიხილეთ პედაგოგიური კვლევის მეთოდები– დაკვირვება, დიალოგი, ინტერვიურება, ფოკუს ჯგუფები, შემთხვევის ანალიზი და ანკეტირება. ამ მეთოდების დეტალური ანალიზი დამეხმარება კვლევის პროცესის წარმართვაში. ანკეტირების დროს უნდა განვსაზღვრო როგორი ტიპის ანკეტას გამოვიყენებ–ღიას, დახურულს, სახელობითს, თუ  ანონიმურს.
კვლევის დამთავრების დროს აუცილებელია გავაკეთოთ კვლევის ანალიზი, რომელის კვლევის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთული პროცესია.
მონცემთა სიღრმისეული ანალიზი შეიძლება მართომ ვერც მოვახერხოთ, რადგან შეიძლება დაგვჭირდეს ფსიქოლოგის, სოციოლოგის დახმარება. მარტივი ანალიზის გაკეთება რთული არ იქნება.
მონაცემთა კომპიუტერული ანალიზის დროს შესაძლებელია გამოვიყენოთ რიცხობრივი მაჩვენებლები ანუ კოდირება. შევისწავლეთ, როგორ უნდა მოხდეს მონაცემთა კოდირება . კვლევის დასრულების დროს აუცილებელია გავაკეთოთ  კვლევის ანგარიში.  მასში გამოკვეთილი უნდა იყოს ოთხი ძირითადი სექცია–შესავალი, მეთოდები, შედეგები, დასკვნა.
პროექტ გაკვეთილის დაგეგმვის მეთოდიკაც დეტალურად შევისწავლეთ. პროექტის დაგეგმვის დროს აუცილებელია გამოიკვეთოს ეტაპები–თემა, მიზანი, პროცესი, პროექტის განხორციელების გზები, რესურსები, შემსრულებელი, შედეგი, შეფასება და თვითშეფასება, პროექტის ბიუჯეტი.
ვისაუბრეთ პროექტ გაკვეთილის დადებით მხარეებზე და მნიშვნელობაზე,უნარებზე რომელთაც ასეთი გაკვეთილი ავითარებს მოსწავლეთათვის აუცილებელია.
სასკოლო ცხოვრების აუცილებელი პირობაა კოლეგიალობა, გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა. იგი პროფესიული ზრდისაუცილებელი პირობაა.
განხორციელებულ სამუშაოს ესაჭიროებაშეფასება. რომლის აუცილებელი პირობაა–კომუნიკაცია, ერთგულება და კოოპერცია.  ამდროსაც შეიძლება ვაწარმოოთ დღიური, რომელშიც გავაკეთებთ ჩანაწერებს კოლეგების საქმიანობის ან მათი აზრის შესახებ.
მააწვლებელი თავის სამუშაოს აფორმებს დოკუმენტურად და აკეთებს პედაგოგის პორტფოლიოს. ტრენინგის მიმდინარეობის დროს შევისწავლეთპორტფოლიოს ექმნის ყველა ნიუანსი, რათა იგი დოკუმენტურად სრულყოფილი იყოს.

ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება–
ტრენინგი, რომელიც ჩატარდა, პროფესიონალური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, იყო ნაყოფიერი,მრავლისმომცველი და აუცილებელი. ყველა საკითხი გაშუქდა დეტალურად. ეს ტრენინგი დაგვეხმარება პედაგოგიური მუშაობის პროცესი დავგეგმოთ და განვახორციელოთ ნაყოფიერად და შედეგიანად.
სასწავლო პროცესს გავამდიდრებ პროექტგაკვეთილებით, კვლევებით, აქტიურად ვითანამშრომლებ კოლეგებთან. ვეცდები აქ მიღებული ცოდნა გავუზიარო ჩვენი სკოლის პედაგოგებს. კათედრის სხდომაზე გავაკეთებ პრეზენტაციას აღნისნულ ტემებთან დაკავშირებით.

ქეთინო ჩალახეშაშვილი.
თარიღი:      14 დეკემბერი  2012 წელი               












































Комментарии

Популярные сообщения из этого блога